თბილისის საქალაქო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 8 სრულწლოვნისსასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის 3 მოწმეს დაკითხავენ, ისინი აგარაკზე, წვეულებაზე იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 სრულწლოვანს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათგან სამი ბრალდებულის საქმეს გოროს რაიონულ სასამართლოში განიხილავენ, სადაც ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.










