საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:
“საყურადღებო ინფორმაცია!
ცუდი ამბავია ის, რომ “ფაიზერის” ორი აცრის ეფექტურობა (დაცულობა ვირუსისგან) ჩამოვიდა 33 პროცენტამდე (სამხრეთ აფრიკული და ბრიტანული კვლევების შედეგად).
კარგი ამბავია ის, რომ ასევე, “ფაიზერის” ორი აცრა ამცირებს ჰოსპიტალიზაციას (საავადმყოფოში მოხვედრას) 70%-მდე.
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ახლა!
ვისაც ამის საშუალება გაქვთ, ბუსტერის (მე-3) აცრა არ გამოტოვოთ!”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.