გიორგი პატარიძე –„საქართველოს განვითარების პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში
დაიბადა 1982 წლის 1 თებერვალს, ქ. თბილისში, ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.
აკადემიური ხარისხი:
მიენიჭა ფილოსოფოსის კვალიფიკაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, აგრეთვე, სამართალმცოდნეობის სამაგისტრო აკადემიური ხარისხი იმავე თსუში. 2009 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის
განხრით – ზ. ჟვანიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის (GIPA) მიერ და
მაგისტრის ხარისხი გეოპოლიტიკასა და სახელმწიფო უსაფრთხოების განხრით „ლონდონის
სამეფო კოლეჯის“ (King’s College London) მიერ. პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი –
ილიას ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტი.
სამუშაო გამოცდილება:
მუშაობდა, როგორც კერძო, აგრეთვე საჯარო სამსახურში – ამერიკულ – ქართული საადვოკატო
ბიურო, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო, ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფი,
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მინისტრის მრჩეველი, გენერალური ინსპექციის
უფროსი), გაეროს განვითარების პროგრამა UNDP – „ნორმატიული აქტების გადარჩევაანალიზის“ პროექტის წევრი და მოგვიანებით ხელმძღვანელი, სსიპ „განვითარებისა და
რეფორმების ფონდი“-ს დირექტორი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი
ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის განხრით, ევრო-ატლანტიკურ
სტრუქტურებში (OTAN-NATO) ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი. ანალიტიკური,
პოლიტიკური და აკადემიური საქმიანობა.
საკონტაქტო ინფორმაცია: pataridze4kutaisi@politician.com 599 466 333
www.facebook.com/Pataridze4Kutaisi ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის
ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში