LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გიორგი გახარია: „პირდაპირ ვთქვი, რომ წარსულზე ჭორაობას არ ვაპირებ, ასეთ შემთხვევას ვერავინ იპოვის

დაპოსტა 2021/07/10-ში
52
ნახვა
გაზიარება

რეგიონში მიმდინარე შეხვედრების პარალელურად პარტია „საქართველოსთვის“ თავჯდომარე გიორგი გახარია მედიის შეკითხვებს აქტიურად პასუხობს.
დღეს მედიამ გახარიას მისი მწვავე შეფასებების გამო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის გაჩენილ უკმაყოფილებასა და თავდამსხმელ განცხადებებზე სთხოვა კომენტარის გაკეთება. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ის წარსულზე არასდროს ჭორაობს და მმართველ პარტიას ამაზე არ აკრიტიკებს ან არავითარ კულუარულ ინფორმაციას არ ყვება – მაგრამ მან პოლიტიკაში საკუთარი პარტიით შემოსვლისას თავიდანვე გარკვევით განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესების შეფასებასა და მომავლის პერსპექტივებზე პარტია „საქართველოსთვის“ პოზიციონირება მკაფიო და მწვავე იქნებოდა.

„მე ამასთან დაკავშირებით პოზიცია უკვე ჩამოვაყალიბე, ჩემი პრემიერობის თუ წინა თანამდებობების პირობებში, საერთოდ ქართულ ოცნებასთან ერთად , ჩვენ ბევრი რამე გაგვიკეთებია კიდეც და  შეცდომებიც დაგვიშვია – რაც არც ერთხელ არ უარმიყვია ამ წარსულზე.  მაგრამ მე  პირდაპირ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მე წარსულზე ჭორაობას არ ვაპირებ, ვერავინ ვერ იპოვის ასეთ შემთხვევას. მაგრამ ისიც ვთქვი, რომ დღევანდელ დღესთან და ჩვენს მომავალთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ იქნებოდა მწვავედ კრიტიკული- იმიტომ, რომ მომავალზე  ვხედავთ ჩვენს ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას. ისიც ვთქვი, რომ არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს ვინ რას ჭორაობს. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ რაღაცა სახელებს დამარქმევენ – იქ მოღალატე, შუბლი, მიშასთან კავშირი და კიდე რაღაცა სისულელეები – ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ორ რაღაცას, პირველი – რომ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, არანაირი შეზღუდვები ჩვენ – როგორც კარგზე კარგის, და პრობლემურზე და ცუდზე ცუდის თქმის არა გვაქვს და მეორე – ჩვენ ვართ და ვიქნებით მომავალზე და ახალგაზრდებზე ორიენტირებული და ამაში თუ ვინმე შეგვეჯიბრება აგერ ვართ.“ – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მიანიშნა, რომ სახელმწიფოებრიობის დაზიანების შემთხვევებში მმართველ პარტიას გახარიასგან პასიურობის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს მისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო.
,,ყველამ გაითვალისწინოს ერთი რამ – მე ადრეც ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი და ვმუშაობდი იმაზე, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ყოფილიყო ძლიერი, ინსტიტუტები ყოფილიყო ძლიერი. ჩემი ძირითადი მიზანი მაშინაც იყო და დღესაც იქნება ძლიერი ქართული სახელმწიფო და ვიღაცა, რომ ურევს ერთმანეთში სახელმწიფოს და თავის პირად ან პარტიულ ინტერესებს – ეს მათი პრობლემაა.“ – აცხადებს გახარია.

გიორგი გახარიამ დღეს პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისი ქუთაისში გახსნა, პარტიის ქუთაისის მიმართულების ხელმძღვანელად პოლიტსაბჭოს ახალგაზრდა წევრი – გიორგი გოგუაძე წარადგინა და თანაპარტიელებთან ერთად მოსახლეობას ხვდება.

გაზიარება21

დაკავშირებული -პოსტები

ლოცვა, რომელიც დღეიდან დილას და საღამოს იკითხება

თებერვალი 23, 2026
876
მთავარი

ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება.     ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური

თებერვალი 23, 2026
110
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 28 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბუხრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი", რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.  ...

დაწვრილებითDetails

საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

თებერვალი 23, 2026
900
მთავარი

ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა  -  ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ ახალგაზრდა კაცს სამუშაოების შესრულების დროს, სავარაუდოდ, თავში მინა დაეცა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი...

დაწვრილებითDetails

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

თებერვალი 23, 2026
38
მთავარი

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის...

დაწვრილებითDetails

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა

თებერვალი 23, 2026
2.3k
მთავარი

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა  - ინფორმაციას სოციალურ ქსელში რაგბის კლუბი "ლელო" ავრცელებს: 💔 ლელოს დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ

თებერვალი 22, 2026
140
მთავარი

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. დადგენილება, რომელსაც პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება. დადგენილება 2026 წლის 1...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

თებერვალი 22, 2026
325
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს :   " დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა... ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი...

დაწვრილებითDetails

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა

თებერვალი 22, 2026
442
მთავარი

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა -  ინფორმაციას ამის შესახებ "იმედინიუსი" ავრცელებს. მათი ცნობით, სანიტარმა ახალშობილი პოლიეთილენის პარკში მოათავსა, რის შემდეგაც მის...

დაწვრილებითDetails

ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა – სააჭესთან 14 წლის მოზარდი იჯდა

თებერვალი 22, 2026
8.1k
მთავარი

"საჭესთან 14 წლის ბავშვი იჯდა. ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე მანქანა, ხან ტრაქტორი დაჰყავდა. ეს არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა" - გურჯაანში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მე­ლა­ან­ში გუ­შინ, 21...

დაწვრილებითDetails

ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 22, 2026
790
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.   უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.   ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».