გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ, – ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ბათუმში გუშინ ღამით, საქართველოს ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავდასხმები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს. ესტონეთი შემდგომი ნაბიჯების შესახებ საკითხს ევროკავშირის დონეზე დააყენებს“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.










