LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გიორგი ბაჩიაშვილი სპეცრეისით ჩამოიყვანეს” – ადვოკატი

“გიორგი ბაჩიაშვილი სპეცრეისით ჩამოიყვანეს” – ადვოკატი

დაპოსტა 2025/05/29-ში
A A
115
ნახვა
გაზიარება

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის განცხადებით, მსჯავრდებული ბაჩიაშვილი სპეცრეისით, „აირზენას“ თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ჯანდიერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ბაჩიაშვილს თვითმფრინავის ბორტზე მყოფი პირების ამოცნობა შეუძლია.

ჯანდიერი არ აკონკრეტებს, თუ სად და რა ვითარებაში დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა, აცხადებს, რომ ეს კავკასიის ტერიტორიაზე არ მომხდარა და აბსოლუტურად არ შეესაბამება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ადვოკატები გატაცებასთან დაკავშირებით გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართავენ.

„მე შემიძლია გითხართ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ე.წ. მწვანე ზოლის ტერიტორიაზე აიყვანეს, სინამდვილეს არ შეესაბამება, ის საერთოდ არ იმყოფებოდა კავკასიის ტერიტორიაზე, მისი გადმოყვანა, გატაცება მოხდა სხვა ქვეყნიდან, რომლის დასახელებისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ. ეს არ იყო ფორმალური და სამართლებრივი პროცედურა, რადგან ნებისმიერი პირის დაკავებას, თავისუფლების აღკვეთას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი მაშინაც კი, როცა მას სასჯელი აქვს მისჯილი. მოცემულ შემთხვევაში, მისი დაკავება ფორმალური პროცედურების გათვალისწინებით არ მომხდარა, ანუ ოფიციალური ექსტრადირების პროცედურა არ არის განხორციელებული, ამის თაობაზე დოკუმენტაცია არ ყოფილა გაფორმებული. იმ ორი დღის განმავლობაში მას სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებდნენ“, – განაცხადა ჯანდიერმა.

კითხვაზე, კონკრეტულად, თუ რა ლოკაციაზე ჰყავდათ ბაჩიაშვილი ორი დღის განმავლობაში, ადვოკატი პასუხობს, რომ ამ ინფორმაციას ვერ გააჟღერებს.

„ჩემთვის ეს ინფორმაცია მისგან ცნობილია, უბრალოდ, ამ ეტაპზე გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ის „აირზენას“ ბორტით წამოიყვანეს, რომელიც იყო სპეციალური რეისი, რათა მისი გადმოყვანა მომხდარიყო, ამიტომ ვერსია, რომელიც ვრცელდება, აბსოლუტურად არასწორია. ასევე, არასწორია ინფორმაცია, რომელიც მოვისმინე თითქოს, დაწყებული გამოძიების შესახებ – არავითარი კავშირი ამ გამოძიებას მის გატაცებასთან არ აქვს, რადგან ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საუბარია გამოძიებაზე საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით და არა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაზეც გიორგიმ ისაუბრა“, – განაცხადა ჯანდიერმა.

კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში, ადვოკატი არც ამას პასუხობს.

„ვერ ვიტყვი, რომ ეს ინფორმაცია არ ვიცი, უბრალოდ არ შემიძლია დავაზუსტო, ამ ეტაპზე ჩვენ არ ვასახელებთ იმ სახელმწიფოს, რომელშიც გიორგი ბაჩიაშვილი იმყოფებოდა, თუმცა, გადაჭრით შემიძლია გითხართ, რომ ეს არ იყო კავკასიის ტერიტორია და არ იყო იმ განცხადების შესაბამისი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გავრცელდა…დაახლოებით იცის ლოკაცია, თუ სად იმყოფებოდა, თუმცა, ასეთი ტიპის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ჯანდიერმა.

კითხვაზე, თვალებახვეულ მდგომარეობაში როგორ შეძლო მან ლოკაციის დადგენა, ადვოკატი პასუხობს რომ ბაჩიაშვილი ასეთ მდგომარეობაში გარკვეული პერიოდი იყო.

„გარკვეული პერიოდი იყო თვალებახვეულ მდგომარეობაში. სულ ორი დღეა, რაც ის დააკავეს, ფორსირებულ რეჟიმში გვიწევს სხვადასხვა დავებზე მუშაობა, მასთან შეხვედრაც, ამიტომ გიორგი ბაჩიაშვილთან კიდევ ერთხელ გვექნება შეხვედრა და ყველა ფაქტობრივ გარემოებას დეტალურად გავივლით“, – აცხადებს ჯანდიერი.

იმ ფაქტთან დაკავშირებით, განუმარტეს თუ არა ბაჩიაშვილს, თუ სად იმყოფებოდა, ან პირად საუბარში რას ეუბნებოდნენ, ადვოკატი აცხადებს, რომ მასთან „არავითარი ფორმალური პროცედურა არ განხორციელებულა“.

„რამდენადაც მახსოვს, საუბრის დროს, ფოტო გადაუღეს, თუმცა, არც ერთი სამართლებრივი პროცედურა არ განხორციელებულა“, – აცხადებს ჯანდიერი.

ის არ საუბრობს კონკრეტულად თუ რა ვითარებაში დააკავეს ბაჩიაშვილი, ან იმყოფებოდა თუ არა გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ის ადვოკატთან ერთად შეხვედრაზე.

„მის დაკავებასთან დაკავშირებით დეტალებს ვერ ვიტყვი, თუმცა, აქვე მოგახსენებთ, რომ გიორგიმ დღეს გამოძიების დაწყება მოითხოვა, მაგრამ არა იმის გამო, რომ ის გამოძიებას ენდობა. გიორგი ბაჩიაშვილი მზად არის, თუ გამოძიება დაიწყება, სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დეტალთან დაკავშირებით, რაც იმ დანაშაულებს უკავშირდება, რაც მის წინააღმდეგ განხორციელდა“, – განაცხადა ჯანდიერმა.

კითხვაზე, იმყოფებოდნენ თუ არა თვითმფრინავის ბორტზე სხვა პირები, ადვოკატი დადებით პასუხს სცემს.

„ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს თუმცა, იმ თვითმფრინავში სხვა პირები იმყოფებოდნენ, რაოდენობის შესახებ ზუსტად არ ვიცი, ჯერ ეს საკითხი არ გაგვივლია“, – აცხადებს ჯანდიერი.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ქართველები იყვნენ და მას მათი ამოცნობა შეუძლია.

გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდა

by მეგა TV
ივნისი 2, 2025
0
ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება
მთავარი

2025 წლის 1-ელი ივნისიდან, ძალაში შევიდა ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 2, 2025
0
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო ავარიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კლინიკის ექთანი, მეგი კუპრაშვილი. მისი პროფესიონალიზმი, თავდადება და ადამიანური სითბო წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს გულებში. ვუსამძიმრებთ...

დაწვრილებითDetails

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 2, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

2 ივნისი, ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მთვარე ვერძის ნიშანშია, რაც ემოციურობასა და აქტიურობას უწყობს ხელს. ასევე, მთვარე მორიელის ნიშანშია, რაც ინტუიციასა და ემოციურ სიღრმეს აძლიერებს. დღეს განსაკუთრებით იღბლიანი დღეა კუროსა...

დაწვრილებითDetails

კახეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

by მეგა TV
ივნისი 2, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე 2000 წელს დაბადებული ვ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო...

დაწვრილებითDetails

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა – რა ღონისძიებებია იმართება ქუთაისში

by მეგა TV
ივნისი 1, 2025
0
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღეს
მთავარი

1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1925 წელს ჟენევაში, ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე დაფუძნდა.   ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. ამ...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა

by მეგა TV
ივნისი 1, 2025
0
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა
მთავარი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.   უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.   თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
მედია “აპრილის” მთავარი რედაქტორი დააჯარიმეს
მთავარი

მედია “აპრილის” ინფორმაციით, დააჯარიმეს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე გზის უკანონო გადაკეტვის საფუძვლით სამართალდარღვევის ოქმი ჟურნალისტს 4 აპერილს შეუდგინა.   როგორც “აპრილში” აცხადებენ, ღოღობერიძემ ოქმი წერილობით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა
მთავარი

ქუთაისი-ალპანის გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაკა სულაძე წერს. "ასეთი სურათია ახლა ქუთაისი-ალპანის გზის მონაკვეთზე. ასე ,,უფრთხილდება" კორუფცია და გაუმძაძღრობა ყოველი ჩვენგანის სიცოცხლეს. ოფურჩხეთის და ჟონეთის კარიერებიდან ,,მეტისმეტად...

დაწვრილებითDetails

როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვი საზაფხულო ბაღში – ინფორმაცია მშობლებისთვის

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

წელს თბილისს 55 საზაფხულო ბაღი მოემსახურება, რეგისტრაცია კი 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება. საზაფხულო ბაღები 20 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების...

დაწვრილებითDetails

“ახალი არჩევნების ჩატარებისთვის ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია” – სალომე ზურაბიშვილი კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაზე

by მეგა TV
მაისი 31, 2025
0
პატივი იყო ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარდგენა – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"