„გიორგი აღარ გვყავს… ეს სიტყვები ხმას არ ემორჩილება, გონება ვერ იჯერებს. დავემშვიდობეთ ჩვენს 17 წლის მეგობარს — გულწრფელს, თბილს, იმედებითა და სიცოცხლით სავსეს.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ყველას…
გიორგი იყო, ვინც გულღიად გაგიღიმებდა, გვერდით დაგიდგებოდა და თავისი არსებობით ყოველდღიურობას ნათელს სძენდა. მის თვალებში ისეთი გულწრფელი სისუფთავე ჩანდა, როგორიც იშვიათად გვხვდება ამქვეყნად.
მისი გული ძგერდა სამყაროსთვის — ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ოცნებებისთვის, ცხოვრების სიყვარულისთვის.
ის არ წასულა ის ახლაც ჩვენთანაა, ჩვენს გულებში, ჩვენს მოგონებებში, ჩვენს ტკივილში და მადლიერებაში, რომ ვიცნობდით მას.
გვიყვარხარ შმაგი და სამუდამოდ გვემახსოვრები…“ –
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა 18 აპრილს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.
დაშავებულია კიდევ ორი ახალგაზრდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.