საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ თხოვნით მიმართა:
,,ბატონო ირაკლი, ხონის მუნიციპალიტეტში, არამარტო ცენტრალური, შიდაგზებიც კი არის მოასფალტებული. ერთადერთი სოფელი არის სოფელი ახალბედისეული, სადაც ცენტრალური გზაც კი არ არის გაკეთებული და ეს გზა ეკუთვნის საგზაო დეპარტამენტს, მისი სიგრძე არის 11 კმ. იქნებ დაგვეხმაროთ ამ პროექტის განხორციელებაში.”
ხონი -ახალბედისეულის გზის მოასფალტებას ადგილობრივებს 2011 წლიდან ჰპირდებიან და დღემდე, მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობენ.