დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს 6 წლის ბიჭის, ილია კოსტუშევიჩის წერილი გადასცეს. ილიას მშობლები მარიუპოლში დაიღუპნენ.
“ძვირფასო ბორის ჯონსონ! მე მინდა, ომი მალე დასრულდეს, რათა ხალხი აღარ დაიხოცოს. მინდა, სახლში, მარიუპოლში ფეხბურთი ვითამაშო.
ვისურვებდი, რომ მსოფლიოში არცერთმა ბავშვმა არ ნახოს ომი. მივესალმები ყველა ბავშვს დიდ ბრიტანეთში, მადლობა დახმარებისთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ!
მე კატა ფროსია მყავს. გიგზავნით უკრაინის დროშას, რომელიც მე დავხატე”. – წერს ბიჭი










