10 აგვისტო გენიალური ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის დაბადების დღეა.
ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი გია ყანჩელი 84 წლის გახდა. ამჟამად ის უცხოეთში მკურნალობს, დაბადების დღე კი მას საავადმყოფოში მიულოცეს.
ვიდეო, რომელზეც კომპოზიტორის ახლობლები და საავადმყოფოს თანამშრომლები მას დაბადების დღეს ულოცავენ, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრ Helsicore-ის Facebook-გვერდზე აიტვირთა.
ბოლო წლებში გია ყანჩელს გული აწუხებს და საავადმყოფოებში გამოკვლევებზე ხშირად დადის.
გენიალური კომპოზიტორის ნაწამოებები 80 კინოფილმში ჟღერს. ისეთები, როგორიცაა „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „არ დაიდარდო“, „მიმინო“, ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და სხვა.
გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია, მინიჭებული აქვს საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და „ღირსების ორდენი”, პრემია „ნიკე” ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა”) დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის” პრემია და სხვ. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის „ნიკას” აკადემიკოსი.