”გთხოვთ ყველა კოვიდპაციენტს, არ მიიღოთ ანტიბიოტიკები არა არა არაააა!! გადაივლის მალე ეს პანდემია და უარეს კატასტროფის წინაშე დადგებით” – გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი კოლეგს და პაციებტებს მიმართავს და აფრთხილებს:
”უმორჩილესად გთხოვთ ყველა ქართველ კოლეგას, რომ ცოტა შეამციროთ, გააკონტროლოდ და გააზრებულად დანიშნოთ ანტიბიოტიკები!
განსაკუთრებით კოვიდპაციენტებში ძალიან ხშირია ანტიბიოტიკოთეღაპია ამბულატორიულად. განსაკუთრებით მაკროლიდები ინიშნება რატომღაც.
გთხოვთ ყველა კოვიდპაციენტს, არ მიიღოთ ანტიბიოტიკები არა არა არაააა!!
გადაივლის მალე ეს პანდემია და უარეს კატასტროფის წინაშე დაგებით, მიიღებთ მულტირეზტენტული პაციენტები ნაკადს და ყველა ბანალური ინფექცია საშარდე თუ სასუნთქი გზების სეფსისით გაგირთულდებათ და ვეღარ მოერეით.
უსიმპტომო კოვიდპაციენტებს რომ მოქსიფლოხაცინს უნიშნავთ ამბულატორიულად სუპერინფიცირების პროფილაქტიკისთვის, დანიშვნის წინ იმ ფარმაკოლოგიის წიგნს ჩახედეთ ალბათ ჯერ რომ არ გადაგიშლიათ. ან გადაგიშლიათ, იცით და მაინც ანგარების გამო ნიშნავთ.” – წერს იკა შოშიაშვილი ფეისბუკზე.










