“გთხოვთ ილოცეთ 14 წლის ბიჭისთვის” | წერს ხონის ფორუმში ოჯახის ახლობელი, რომელიც ქუთაისი-ხონის გზაზე მომხდარი ავარიის დეტალებს ყვება. მისი ინფორმაციით დაღუპულია მსუბუქ ავტომობილში მძღოლის გვერდით მჯდომი ქალი, ხოლო 14 წლის მოზარდი ამჟამად სიცოცხლისთვის იბძვის.
მისივე თქმით მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მეორე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ირკვევა დაღუპა ასევე ერთი მიკრო ავტობუსში მყოფი მგზავრი . დაზიანებები მიიღეს სხვებმაც. ისინი ორმოცზე მიდიოდნენ.