“გვიდა შეიქმნას ერთიანი სივრცე, სადაც რამდენიმე მუზეუმი გაერთიანდება” – ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძე ტურიზმთან დაკავშიერბით გამართულ დისკუსიაზე მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გარკვეული გეგმები გავაქვს მუზეუმებთან მიმართებაში. ამ ეტაპზე მიმდინარეოს ფონდების მოძიება. შეიძლება არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ახალი სივრცის შექმნა. ასე რომ ჩვენ ვმუშაობთ და გვინდა შეიქმნას ერთიანი სივრცე, სადაც რამდენიმე მუზეუმი გაერთიანდება და სამუზეუმო ექსპოზიციები განთავსდება. იქნება გაცილებით უფრო თანამდეროვე ექსპოზიციები და იმ სტანდარტების შესაბამისად განთავსებული რა სტანდარტიც დღეს არსებობს. ასე რომ რამდენიმე მიმართულებით ერთობლივად მიმდინარეობს მუშაობა.” – განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.
ქუთაისის ძაღლთა თავშესაფარის გაფართოება პრობლემას ვერ მოხსნის – ნინო თვალთვაძე