“გვითხარით, რით მოგვწამლეთ” – 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მოქალაქეები კანცელარიასთან შეიკრიბებიან და მოითხოვენ, საჯარო გახდეს იმ ნივთიერებების შემადგენლობაა, რომლითაც ერთი წლის წინ, ევროპული მომავლის მცველები ქუჩებში დაარბიეს და გაუსწორდნენ.
“გვითხარით, რით მოგვწამლეთ“ – ამბობს ხალხი.
მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე პასუხს არ მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუს-მა გამოკითხვაზე ის ადამიანები დაიბარა, ვინ გამოცემის მომზადებულ მიერ ფილმში მონაწილეობს.










