გამარჯვების მოედანზე მოსახლეობამ აქცია გამართა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ ზებრა-გადასასვლელი, რომელიც ამ გზაზე მდებარეობს უსაფრთხო არაა.
მათივე თქმით აღნიშნულ გადასასვლელზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე უბედური შემთხვევა უკვე მოხდა. ავტომობილები სხვადასხვა დროს რამდენიმე ქვეითად მოსიარულე ადამიანს დაეჯახნენ.
მოსახლეობა მოითხოვს ზებრა-გადასასვლელთან, შუქნიშანი, სიჩქარის შემზღუდავი დაყენდეს ან გზა მთლიანად ცალმხრივი გახდეს.
ადგილობრივების მოთხოვნას შეუერთდა პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს თავმჯდომარე გოგი წულაია. როგორც მან განაცხადა, თუ პრობლემა ერთ კვირაში არ მოგვარდება ისინი აქციას გამართავენ და გზას გადაკეტავენ.
მოსახლეობის განმარტებით, მათ დახმარებისთვის მერიას მიმართეს, თუმცა ქალაქის ხელმძღვანელობამ ისინი საპატრულოში გადაამისამართა.