„პატივი ეცით უკრაინის სუვერენიტეტს, შეწყვიტეთ ომი“ , – მიმართა პუტინს შტაინმაიერმა.
„ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ტანჯვა და ნგრევა უკრაინაში! გაიყვანეთ თქვენი ჯარი! და ნუ ამბობთ უარს პირდაპირ და სერიოზულ მოლაპარაკებებზე პრეზიდენტ ზელენსკისთან“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პუტინის დამპყრობლური ომი ეხება არა მხოლოდ უკრაინის ხალხს.
“იმის გამო, რომ უკრაინის საზღვაო პორტებში დაბლოკილია, მილიონობით ტონა ხორბალი, მსოფლიო ფასი ხორბალზე გაიზარდა”,- აღნიშნა მან.