გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანას მხარი დაუჭირა კანონპროექტი ხმათა უმრვალესობით დამტკიცდა, წინააღმდეგები მემარცხენეები იყვნენ.
ეს ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძლიებლებს აღმოსავლეთ ევროპის ამ ორი ქვეყნიდან მომავალში უფრო იოლად ეტყვიან უარს და უფრო მოკლე დღოში შეძლებენ მათ დეპორტაციას.
“ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისკენ”, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.
გერმანიას სურს საქართველოსა და მოლდოვასთან მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმება.
“დასაქმებულთა კვალიფიციური იმიგრაციის უზრუნველყოფა და ამით სტიმულის შექმნა, რათა მომავალში საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეებმა არ წარადგინონ უიმედო თავშესაფრის განაცხადი გერმანიაში”, – ამბობს ის.










