პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ გერმანიაში ოქტობერფესტი წელს ჩატარდება. ამის შესახებ AP წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფესტივალი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, 17 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ჩატარდება.
ფესტივალი პირველად 1810 წელს ჩატარდა, ბავარიის პრინცის, ლუდვიგისა და პრინცესა ტერეზას ქორწილის აღსანიშნავად. მას შემდეგ გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღონისძიებად იქცა. ყოველწლიურად მას 6 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. 2021 და 2020 წელს ოქტობერფესტი კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარებულა










