გერმანიაში დააკავეს 17 წლის მოზარდი, რომელიც შობის დღეებში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
გერმანული მედიის ცნობით, მოზარდი ქალაქ ელმსჰორნში დააკავეს. საუბარია თურქი წარმომავლობის გერმანიის მოქალაქეზე. ის ტერაქტის მოწყობას საშობაო ბაზარზე გეგმავდა და ამისთვის სატვირთო ავტომობილის გამოყენება ჰქონდა გადაწყვეტილი.
გამოცემა Bild წერს, რომ ტერაქტის მომზადების შესახებ გერმანიის პოლიციას 2024 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სპეცსამსახურებმა გააფრთხილა. პოლიციამ ეს ინფორმაცია პროკურატურას გადასცა, რის შედეგად შლეზვიგ-გოლშტეინის რეგიონში მცხოვრებ ეჭვმიტანილზე თვალთვალი დაიწყო.
დაახლოებით ერთი თვის წინ გერმანიის ქალაქ კარლსრუეს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინში მდებარე ისრაელის საელჩოზე იგეგმებოდა თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა.