LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გერმანელი მინისტრი პირველ რიგში არასამთავრობოებს შეხვდა-ეკა გიგაური

გერმანელი მინისტრი პირველ რიგში არასამთავრობოებს შეხვდა-ეკა გიგაური

დაპოსტა 2023/03/24-ში
A A
55
ნახვა
გაზიარება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრისას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველოში საზოგადოებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა და ამას იმსახურებს.

როგორც ეკა გიგაურმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის, რომ მინისტრი პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, ეს სამოქალაქო სექტორისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა იყო.

მისივე თქმით, ანალენა ბერბოკმა არასამთავრობოებს 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრეთ, იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. განვიხილეთ რუსული კანონი და პროცესები, რომლებიც ამ კანონის ინიცირებამდე და ინიცირების შემდეგ იყო. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში საზოგადოებას ევროკავშირისგან სტატუსი უნდა და ჩვენ ამ სტატუსს ვიმსახურებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ სტატუსის მისაღებად, მაგრამ დასავლელი პარტნიორების დახმარება გვჭირდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვეთ, რომ ამ გზაზე ჩვენს ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადოს. ევროპული მომავლისთვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ისინი მხოლოდ საქმეს აფუჭებენ.

ის, რომ მინისტრი პირველ რიგში არასამთავრობოებს შეხვდა, ეს სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა იყო. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა შეხვედრას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ჩვენ გვიჭერს მხარს. ყველას მადლობა გადაგვიხადა იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ვეწევით, იმისთვის, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შესრულდეს. ერთი მხრივ, ვსაუბრობდით იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის, მაგრამ მეორე მხრივ, ვამბობდით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი ხალხი სტატუსს იმსახურებს”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხიც განიხილეს. მისივე თქმით, ის, რომ საქართველოში მედიაგარემო არასახარბიელოა, ეს ევროპისთვის გასაგებია.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები ეძებენ გზებს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს. ისინიც თვლიან, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, უბრალოდ მას გარკვეული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. ბოლო დემონსტრაციების დროს, ყველამ ვიხილეთ, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი გაერთიანდა. საქართველოს მოქალაქეები ასე მკაფიოდ რომ არ გამოვხატავდეთ ჩვენს პროევროპულ პოზიციას, ევროპისგან ასეთი მხარდაჭერა არ გვექნებოდა.

ყველა მცდელობა 12 რეკომენდაციის არშესრულების, მათ შორის, ამ კანონის ინიცირება, ევროპული მომავლისთვის საფრთხეა. ხელისუფლებაზე მსგავსი შთაბეჭდილების შექმნა საერთო პროცესისთვის, რა თქმა უნდა, ცუდია.

ვისაუბრეთ მედიაგარემოზე და ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც. თავად პოზიციებს არ გამოთქვამენ, თუმცა ის, რომ საქართველოში მედიაგარემო არასახარბიელოა, ეს მათთვის გასაგებია“, – განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სტუმრობს.

 

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

კახეთში მამაკაცი მოკლეს

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ლაგოდეხში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. - ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. შემთხვევა სოფელ კაბალში ცოტახნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულს სოფელში არსებულ ბაზარის ტერიტორიაზე ხორცის მაღაზია ჰქონდა, სადაც უცნობმა პირმა ცეცლსასროლი...

დაწვრილებითDetails

ზვიად რატიანს პატიმრობა მიესაჯა

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
პოეტი ზვიად რატიანი თავისუფალია
მთავარი

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.   აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო, რითაც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.   ცნობისთვის, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის...

დაწვრილებითDetails

ოპოზიცია ხალხის თვალში დისკრედიტირებულია, ეს არის აგენტის ხვედრი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

კამპანია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გრძელდება - ოპოზიცია ხალხის თვალში დისკრედიტირებულია. ეს არის აგენტის ხვედრი, როდესაც დაგავალებენ, რომ პირდაპირ უნდა დაუპირისპირდე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,- ასე გამოეხმაურა პრემიერი, ირაკლი კობახიძე...

დაწვრილებითDetails

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ...

დაწვრილებითDetails

ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს და იარაღების ტარების უფლება ჩამოართვეს

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს.   ასევე, მოსამართლემ პოლიტიკოსს იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა.   პროცესს არ...

დაწვრილებითDetails

ჰააგაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს – თეთრი სახლის ოფიციალური პირი
მთავარი

ჰააგაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.   აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების...

დაწვრილებითDetails

მიმდინარეობს ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
პოეტი ზვიად რატიანი თავისუფალია
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.   დღევანდელ პროცესზე ზვიად რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.   სასამართლო პროცესს თავად ზვიად რატიანი, უფლებადამცველებთან ერთად ესწრება....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7248 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7252 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 – ,,საქსტატი”

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 ადამიანი შეადგინა, საიდანაც 53% ქალია, ხოლო 47% - კაცი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,...

დაწვრილებითDetails

რა თანხას მიიღებენ სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
მთავარი

სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რომლის ჯამური ოდენობა 1 687 000 ლარს შეადგენს.   როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"