LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გერბის ფარში გამოსახულია ხელის მტევანი-რა უნდა ვიცოდეთ ხონის გერბისა და დროშის შესახებ

დაპოსტა 2022/06/06-ში
237
ნახვა
გაზიარება
ხონის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის შესახებ
გერბის ფარი გაყოფილია სამ ნაწილად – ფარი გადაკვეთილია, ხოლო ზედა ნაწილი გაკვეთილი. I ნაწილი _ მეწამულ ველზე ოქროს ხარი; II ნაწილი _ ლურჯი ველის ცენტრში მარჯვნივ მოთავსებულია ოქროს შეჯავშნული ზემოთ აღმართული ხელი, მარცხნივ ოქროს კვერთხი ჯვრის ფორმის ბუნიკით; III ნაწილი _ მწვანე ველის ზედა ნაწილი გადაკვეთილია ხიდის მსგავსი ოქროს სარტყელით, ხოლო ქვედა – სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელით. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი “ხონი”.
დროშის ველი თეთრ ქობაშემოვლებული მეწამული ჯვრით გაყოფილია ოთხ ნაწილად. მეწამული ჯვრის ცენტრში (გადაკვეთაზე) გამოსახულია ოქროს შეჯავშნული ზემოთ აღმართული ხელი. მეწამული ჯვრის გადაკვეთა ხდება დროშის მარჯვენა მხარეს დროშის 1/3-ზე. თეთრი ქობა წარმოადგენს დროშის სიმაღლის 1/5. ხოლო მეწამული ჯვრის მკლავების სიგანე დროშის 1/8-ს. დროშის პირველ და მესამე ნაწილი მწვანეა, ხოლო მეორე და მეოთხე ნაწილი ლურჯი. დროშის პროპორციაა 2:3.
გერბის ფარში გამოსახული არაჰერალდიკური ფიგურა ხარი და გამოყენებული “ფერები” _ მეწამული, ლურჯი, მწვანე, ხონის მკვიდრთა ღირსებას, კეთილშობილებას, სიმამაცეს, ნათელი მომავლის იმედს განასახიერებს.
გერბში მთავარი ფერების (მეწამული, ლურჯი, მწვანე) გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები, სადაც იმერეთის რეგიონი ფიქსირდება მწვანე ფერით. გერბის ფარში გამოსახული ხელის მტევანი და სამეუფეო კვერთხი წმინდა გიორგის ცნობილ ლეგენდას უკავშირდება ამავე ლეგენდასთანაა დაკავშირებული ხარიც, რომელიც აგრეთვე ძლიერებასა და მიწათმოქედებას განასახიერებს. ხარის ფიგურა აგრეთვე მინიშნებაა ხონის სახელწოდების ეტიმოლოგიაზეც (ზოგი მოსაზრებით ხონის სახელწოდებას უკავშირებს მეგრულ ზმნას ხონუას. ხონუა – ხვნას ნიშნავს, მა- ხონალი- მხვნელს, ნა- ხონა- დახნულს, ო- ხონუე ან ო- ხონალი – სახნავ მიწას) და ამიტომ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურებიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია ჭიშკრით და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი” ხონი”, მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას წარმოადგენს.
თეგები: რა უნდა ვიცოდეთ ხონის გერბისა და დროშის შესახებხონიხონის გერბიხონის დროშა
გაზიარება95

დაკავშირებული -პოსტები

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

თებერვალი 23, 2026
12
მთავარი

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის...

დაწვრილებითDetails

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა

თებერვალი 23, 2026
1.3k
მთავარი

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა  - ინფორმაციას სოციალურ ქსელში რაგბის კლუბი "ლელო" ავრცელებს: 💔 ლელოს დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ

თებერვალი 22, 2026
93
მთავარი

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. დადგენილება, რომელსაც პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება. დადგენილება 2026 წლის 1...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

თებერვალი 22, 2026
278
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს :   " დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა... ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი...

დაწვრილებითDetails

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა

თებერვალი 22, 2026
399
მთავარი

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა -  ინფორმაციას ამის შესახებ "იმედინიუსი" ავრცელებს. მათი ცნობით, სანიტარმა ახალშობილი პოლიეთილენის პარკში მოათავსა, რის შემდეგაც მის...

დაწვრილებითDetails

ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა – სააჭესთან 14 წლის მოზარდი იჯდა

თებერვალი 22, 2026
7.9k
მთავარი

"საჭესთან 14 წლის ბავშვი იჯდა. ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე მანქანა, ხან ტრაქტორი დაჰყავდა. ეს არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა" - გურჯაანში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მე­ლა­ან­ში გუ­შინ, 21...

დაწვრილებითDetails

ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 22, 2026
775
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.   უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.   ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად...

დაწვრილებითDetails

პროდუქციით წყენის არც ერთი შემთხვევა არ არსებობს- დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი

თებერვალი 21, 2026
186
მთავარი

შესაძლებელია ცალკეულ დაზიანებულ პროდუქციაზე იყოს საუბარი, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება იმ სურათს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, - ამის შესახებ  დაკავებული ბიზნესმენის, „კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებლის, ივანე...

დაწვრილებითDetails

“50%-ზე მეტი დილერების უმუშევარი დარჩება”-ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თებერვალი 21, 2026
132
მთავარი

რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ, ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტანტები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის...

დაწვრილებითDetails

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია – სალომე ზურაბიშვილი

თებერვალი 21, 2026
148
მთავარი

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Monocle Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, რუკის გარეთ დარჩენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ისტორიული როლის დაკარგვას ნიშნავს. ზურაბიშვილმა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».