LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები”-ივანე მაჭავარიანი

“გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები”-ივანე მაჭავარიანი

დაპოსტა 2025/07/04-ში
A A
67
ნახვა
გაზიარება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები – მე განვუმარტე, რაც რეალობა იყო. ჩემთვის ეს მოვლენა უცნობი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

„მე ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით, რაც გააქტიურდა ეს საკითხი. მანამდე მე წარმოდგენა არ მქონდა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენ ეს ამბავი გაიგეთ მხოლოდ დადგმის შემდეგ? მაჭავარიანმა უპასუხა: „დადგმის შემდეგ არა, გავიგე რაც მედიაში გაჩნდა, ახლა, რამდენიმე კვირის წინ. მე წარმოდგენა არ მქონდა“.

კიდევ ერთ კითხვაზე, სწორი იყო თუ არა გახარიას ქმედება, მაჭავარიანმა უპასუხა, “შეფასებებს არ ვაკეთებ“. კითხვაზე, გახდება თუ არა მისი ჩვენება გიორგი გახარიას დაკავების მიზეზი, ივანე მაჭავარიანი პასუხობს: „წარმოდგენა არ მაქვს“.

როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხნენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი; შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი; წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის (რომელშიც მათ შორის შედის სოფელი ჩორჩანა) გამგებელი ვაჟა ლომიძე.

ასევე, გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სოფელ ჩორჩანას და წაღვლის მცხოვრებლები.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიასმიერ განხორციელებული ქმედება.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, – აცხადებენ პროკურატურაში.

გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

ლენტეხში სტიქიის გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ლენტეხში სტიქიის გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდა
მთავარი

სტიქია იყო ლენტეხში - ძლიერი წვიმის შედეგად, ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე, მდინარის ადიდების გამო, დროებით შეიზღუდა მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. ჩარჩენილი ტურისტები გუშინვე გამოიყვანეს სტიქიის ზონიდან. საავტომობილო გზების დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი გააანალიზეთ მშობლებთან ურთიერთობები, გადახედეთ ცხოვრების პირობებს და მიიღეთ შესაბამისი ზომები, გაარკვიეთ, რისკენ ისწრაფვით და, საერთოდ, რა გინდათ ცხოვრებისგან. კურო შეეცადეთ, დაალაგოთ ურთიერთობები ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, თანამშრომლებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან, მოიყვანეთ...

დაწვრილებითDetails

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – რიკარდ იოზვიაკი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
“ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეა საუბარი”- რიკარდ იოზვიაკი
მთავარი

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის სტატიაშია ნათქვამი, სახელწოდებით, „ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრად საუბრობს - მაგრამ რბილად...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში “ელიაობას” Goofy Lnad-ის კონცერტი აღარ გაიმართება – შესყიდვა გაუქმებულია

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
წყალტუბოში „ელიაობის“ დღესასწაულზე Goofy Land-ს 27 000 ლარს გადაუხდიან
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2 აგვისტოს „ელიაობის“ დღესასწაულისთვის ჯგუფ Goofy Land-ის ჩამოსვლა იგეგმებოდა. ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც ჯგუფისთვის,  მომსახურებაში 27 000 ლარი უნდა...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ოკრიბასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
მთავარი

სამტრედიაში, სოფელ ჩხენისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც ცნობილია არავინ დაშავებულა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.  რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დაწვრილებითDetails

სად არის გიურზას გავრცელების არეალი-ჰერპეტოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

10-მდე გიურზა გვყავს დაჭერილი. გიურზას გავრცელების არეალებია: ლილოს და აფრიკის ტერიტორია, კრწანისი, ორთაჭალა, ფონიჭალა, ტაბახმელა, შინდისი. დედაქალაქში, გამოძახების 70% მოდის გველხოკერასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ჰერპეტოლოგმა რატი მამუკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ...

დაწვრილებითDetails

რეტროგრადული მერკური ამ 2 ზოდიაქოს ნიშანს ყოფილებთან დააახლოებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

მერკურის რეტროგრადული პერიოდი გვპირდება, რომ კვლავ შეგვახსენებს წარსული თავს. ტრადიციულად, ამ დროს ძველი ნაცნობები და დაუმთავრებელი ისტორიები ბრუნდება. განსაკუთრებით ეს ორი ზოდიაქოს ნიშანში ვლინდება: მერწყული მერწყულისთვის, როგორც მერკურის რეტროგრადული მოძრაობა,...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბოლო რეკომენდაციები ეკლესიის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ილია II-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ევროპული არჩევანი შეიძლება განხორციელდეს იმ პირობებში, როცა თავსმოხვეული არ იქნებოდა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა. ამის ფონზე ევროპელთა რეკომენდაციებში დიდ გაწბილებას...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველთათვის საჯარო კონკურსი ცხადდება

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები – ოთხი ოპოზიციური გაერთიანება
მთავარი

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ ზოდელავას განცხადებით, დღეიდან, სახელმწიფო გრანტის მიღების მსურველთათვის საჯარო კონკურსი ცხადდება. მისივე ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში განსაზღვრული პირობები და დოკუმენტები ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი იქნება. როგორც...

დაწვრილებითDetails

ვალუტას განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7113 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"