LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გელათში დაზიანებულ კრამიტებს მყარი სახურავი შეცვლის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

გელათში დაზიანებულ კრამიტებს მყარი სახურავი შეცვლის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

დაპოსტა 2020/09/24-ში
A A
246
ნახვა
გაზიარება

გელათში დაზიანებული კრამიტების ყველაზე კონცენტრირებული არეალზე ტენტის რბილ გადახურვას მყარი სახურავი შეცვლის – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“მეგა ტვ” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვითსმშობლის სახელობის ტაძარზე გამოვლენილი სარესტავრაციო ხარვეზების გამოსწორების პროცესში, რომელსაც შემსრულებელი კომპანია კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული სანებართვო პირობების მიხედვით ახორციელებს, დასრულდა ხარაჩოს მოწყობის სამუშაოები. დროებითი ღონისძიების ფარგლებში სრულდება მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ მკლავების მყარი დროებითი გადახურვის მოწყობაც, რომელიც კედლებისა და სახურავის შეპირაპირების მონაკვეთებზე არსებული კერებიდან წყლის ინფილტრაციის პრევენციას უზრუნველყოფს. ამავდროულად აგებულია კონსტრუქცია ტაძრის საკურთხევლსა და პასტოფორიუმებზე ანალოგიური დროებითი ტიპის გადახურვების მოსაწყობად.


ახლო მომავალში წმ. მარინეს ეკვდერზე (დაზიანებული კრამიტების ყველაზე კონცენტრირებული არეალი) ტენტის რბილ გადახურვას მყარი სახურავი შეცვლის. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, რომლითაც ღვითსმშობლის სახელობის ტაძრის ქვედა რეგისტრებსა და საკურთხეველზე მოწყობილი კრამიტის სამშენებლო მასალების სტანდარტებთან შეუსაბამობა დადასტურდა, სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მოთხოვნით შემსრულებელს მიეცა მითითება ტაძარზე (ნარინის ეკვდერზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე) დამატებითი თუნუქის დროებითი გადახურვის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამავე დასკვნის შესაბამისად, შემსრულებელს მოეთხოვება ტაძრის ეკვდერებზე, კარიბჭეებზე, ნართექსზე, საკურთხეველსა და პასტოფორიუმებზე გამოყენებული კრამიტის სრულად გამოცვლა და ამ მიზნით შესაბამისი გეგმა-გრაფიკისა და სამოქმედო გეგმის მომზადება.

მთავარ ტაძარზე დროებითი გადახურვების მოწყობის პარალელურად შემსრულებელი გადახურვებზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოში წარმოადგენს კვლევისა და ჩარევების პროექტს,


გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევის საფუძველზე კომპლექსის წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ კედელზე არსებული ბზარის შევსების შემდგომ აღიკვეთა წყლის შედინების კერა, რაც ამ დრომდე კედლის მხატვრობის (ქტიტორის გამოსახულება) დაზიანებას იწვევდა.


საზედამხედველო მისიის დაკვირვების ანგარიშების მიხედვით, ღვითსმშობლის სახელობის ტაძრის ექსტერიერისა და ინტერიერის კრიტიკულ მონაკვეთებზე შეიმჩნევა შრობის პროცესი. ვიზუალური დაკვირვების მიხედვით, დასავლეთ მკლავის სამხრეთი კედლის დასველებული არეალი შემცირებულია. დაწყებულია ამავე მკლავის დასავლეთ კედლის სველი არეალის გაშრობაც. ლოკალიზებულია წმ. მარინეს ეკვდერის სამხრეთ და დასავლეთ კედლების სველი არეალებიც.


საზედამხედველო მისიის პირველადი შეფასებები ოქტომბრის პირველ რიცხვებში გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში დოკუმენტურად გადამოწმდება და მომზადდება კრიტიკული არეალების პროგრესის ანალიზი. მისიის ანგარიში კი მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება.”

ახლადრეაბილიტირებულ გელათის მონასტერში გადახურვის პრობლემა უკვე რამდენიმე თვეა მწვავდე დგას. 

ასევე დაგაინტერსებთ:

გელათის ტაძარში დავით აღმაშენებლის ფრესკა ნადგურდება (+ფოტო)

 

გაზიარება98

დაკავშირებული -პოსტები

93 წლის ასაკში საქართველოს პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.   ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.   პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. ის კრიტიკული რეანიმაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
გარდაიცვალა გიული ცხადაძე
მთავარი

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს...

დაწვრილებითDetails

კურსებში დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2026 წლის 12 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 18 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7223, ევრო – 3.1336, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6286 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა 

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა 
მთავარი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა  სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა....

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადაიღეს და ინახავდნენ დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალური...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს
მთავარი

ქ. ქუთაისში დაგეგმილია გ.შერვაშიძის ქუჩაზე გზის საფარის აღდგენის, ღვარსადენის ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, ტროტუარებისა და საინაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებისათვის ქუთაისის მერიამ  646`509 ლარი გამოყო.  NAT260005078 სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120...

დაწვრილებითDetails

“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში
მთავარი

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 26 წლის სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ავა­რია სო­ფელ ჭა­ბუ­კი­ა­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი "ფორ­დის" მარ­კის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ტრან­სპორ­ტი მო­ცურ­და...

დაწვრილებითDetails

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა - ინფორმაციას ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს. "გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა. ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, თუმცა ექიმებმა პატარის გადარჩენა...

დაწვრილებითDetails

18-19 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

18-19 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი   18-19 მარტს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"