გელათის გადასარჩენად ჩანიშნული საგანგებო საბჭოს სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. საპატრიარქოს წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მიზეზი გელათში ჩატარებული დამატებითი კვლევების სრული ანალიზია.
არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, რომ ჩანიშნულ შეხვედრაზე მისვლის სურვილი ყველა მხარეს არ გამოუთქვამს, მათ რიგებში კი სავარაუდოდ, იყო კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც.
საპატრიარქოს საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მამა გურამ ჭარელაშვილი აღნიშნავს, რომ თემას შესწავლა სჭირდება.
ზოგადად ჯგუფი შეთანხმდა, რომ მასალები საფუძვლიანად წარვადგინოთ და საკითხი მაქსიმალურად სრულყოფილად წარვადგინოთ. სახელმწიფოს ყველა შტოსთან – პრეზიდენტი და პრემიერი ბრძანეთ, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და ჩვენი მხრიდან დისკომუნიკაციას და შეუთანხმებლობას ადგილი არ აქვს”- თქვა სასულიერო პირმა.
რაც შეეხება კუმურდოსა და კარიის ეპისკოპოსს, მამა ნიკოლოზი ამბობს, რომ მასსა და კულტურის მინისტრს შორის საუბარი არ ყოფილა, თუმცა სასულიერო პირისთვის უცნობია, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია თეა წულუკიანს საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებს.