ელენე ხოშტარიას გედევან ფოფხაძეც შეუერთდა – პოლიტიკოსი შიმშილობას იწყებს. ფოფხაძე რსუტაველის გამზირზე იმყოფება და როგორც ის ჟურნალისტებთან აცხადებს, “ამ რეჟიმთან დღეს რაიმე სახის თანამშრომლობა შეუძლებელია”
“მე ვუერთდები ელენე ხოშტარიას აქციას. მეც დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. აბსოლუტურად ვეთანხმები ელენეს, რომ შეუძლებელია ამ რეჟიმთან დღეს რაიმე სახის თანამშრომლობა. შექმნილია უკანონო სისტემა ადამიანების რეპრესიული დევნის. არის არალეგიტიმური სახელმწიფო სისტემა, რომელიც ემსახურება ერთი ადამიანის ინტერესებს” – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.