გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დღეიდან შიმშილობას იწყებს.
მასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა.
გედევან ფოფხაძის თქმით, მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ “პოლიტპატიმრები” და “დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები”.
ფოფხაძის განცხადებით, ხელისუფლების ნაბიჯებს უნდა დაუპირისპირონ ეფექტური ფორმა.
“ეს არის ადეკვატური იმ რეალობის, რომელიც რეჟიმმა შექმნა”, – აცხადებს ფოფხაძე.








