ახალი კვლევის მიხედვით, პოპულარული გაყინული სასმელები, რომლებიც განსაკუთრებით ბავშვებშია მოთხოვნადი, შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი იყოს. კვლევამ აჩვენა, რომ 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში სლაში სასმელების მოხმარებამ ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული სასმელი შეიცავს გლიცეროლს, რომელიც გამოიყენება როგორც დამატკბობელი და ტექსტურის შემანარჩუნებელი. თუმცა, მისმა დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაქვეითებას), მეტაბოლური აციდოზი (სისხლძარღვში ლაქტური მჟავის დაგროვება) და ჰიპოკალემია (კალიუმის დაბალი დონე), რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ბავშვების ჯანმრთელობისთვის.
ბრიტანეთისა და ირლანდიის საკვები პროდუქტების სააგენტოებმა მშობლებს მოუწოდეს, რომ 4 წლამდე ბავშვებმა არ მიიღონ ასეთი სასმელები, ხოლო უფროსებმა ისინი ზომიერად მოიხმარონ.
წყარო: პრაიმ ტაიმი