ტრაგედია დატრიალდა წუხელ აჭარაში. ქობულეთი ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, დედა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მესამე პირი – კლინიკაში მიყვანის შემდეგ.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ხუცუბანთან მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ლამის გული გამისკდეს ისე ცუდად ვარ. ეს რა საზარელი ამბავი გავიგე, ჩემო ლამაზო გვანცა. თვალწინ ჩაიარა ჩვენმა ბავშვობამ. ვერ ვიჯერებ, ვერა. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. როგორი დაუნდობელია ცხოვრება. რა ანგელოზები ხართ, როგორ მენანებით. სიტყვები უძლურია თქვენი მშობლების სანუგეშებლად.უფალმა გაანათლოს თქვენი ლამაზი სული. ჩემო გვანცა და თვალხატულა სესო.
„გაყინული ვარ, გვანცა, ეს რა გავიგე…“
„ის ხმები ახლაც არ ამოდის თავიდან“
„ჩემო გულებო და გულის ტკივილებო…“ – წერენ გარდაცვლილების შესახებ.