“ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებიდან და ძალოვანებიდან რუსეთზე გაყიდული მონების სახეები გამოიკვეთნენ !!!! პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტეს ჩვენი კამპანიის აქტივისტებისათვის.
კონსერვატიული პარტიის ოფისის მიმდებარედ დაგეგმილი აქტივისტური პერფომანსის შესახებ, რომლის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილი იყო ქუთაისის მერიისათვის (უნდა დაგეგმილიყო დღეს 13:00 საათზე არაძალადობრივი პერფომანსი), განზრახ მცირე ოდენობის აქტივისტების ჩართულობით, რათა არ მომხდარიყო ადგილზე კონფლიქტი.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ძალოვანებმა დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება უცხო ადამიანებში დაგეგმილი პერფომანსის შესახებ, რომ ადგილზე შეკრებილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს მხარეს დაიკავებდნენ, თუმცა გასცდებოდნენ ჩვენს გეგმას და განზრახ გამოიწვევდნენ კონფლიქტს, რათა კონსერვატიული პარტიის წევრებს პასუხად გამოეყენებინათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვენს მიმართ. ეს რუსული პროვოკაცია !
ამით ჩვენი ჯგუფის მარგინალიზებას შეუწყობდნენ ხელს, კიდევ უფრო დაგვაპირისპირებდნენ ჩვენ და ალტ.ინფოს ადგილობრივ მხარდამჭერებს, რომლებთანაც კონფლიქტი მხოლოდ რუსეთის წისქვილზე წყლის სხმაა.
ასევე დღეს მთელი დღის მანძლილზე ათეულობით პარტიის მხარდამჭერი დარაჯობდა ოფისს და იყო განსაკუთრებული მობილიზება.
ეს პროვოკაცია ემსახურება რუსული რბილი ძალის დემონსტრირებას, რასაც ხელისუფლება ქუთაისშიც უჭერს მხარს.
არცერთი ძალადობა არ დარჩება პასუხგაუცემი, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ვინც პროტესტისას შეურაცხყოფს ან გასცდება არაძალადობრივი წინააღმდეგობის ფორმებს, ის ჩვენიანი არ არის – ის ჩვენი მტერია!
რუსეთი კლავს !”-წერს აკაკი საღინაძე ფეისბუქ გვერდზე