LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გაყალბებული სიგარეტი ქვეყანას სერიოზულ პრობლემას უქმნის – გიორგი ბახტურიძე

დაპოსტა 2019/09/19-ში
411
ნახვა
გაზიარება

გვაქვს ტენდენცია, რომ ხელით გასახვევი თამბაქოს მოხმარება გაიზარდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ეხება სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთს, შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებს, ასევე დედაქალაქ თბილისს.

გიორგი ბახტურიძის ინფორმაციით, კვლევის: “გადასახადების გავლენა სიგარეტის უკანონო ვაჭრობაზე საქართველოში” მესამე ტალღის შედეგებით აღინიშნება, რომ ხელით გასახვევი თამბაქოს მოხმარება 5%-დან 22-23%-მდეა გაზრდილი.

“იცით, რომ პარლამენტი განიხილავს ცვლილებების პროექტს, რომლის შესაბამისადაც ნედლეული მოხვდება დაბეგვრის ქვეშ, მანამდე ასე არ იყო. შესაბამისად, ამან წარმოქმნა პრობლემები. სავაჭრო ობიექტებში მოხვედრის შედეგად, უნდა გადახდილიყო 35 ლარი ვთქვათ 1 კილო გასახვევ თუთუნზე, მაგრამ ასე არ ხდებოდა და ნედლეული ექცეოდა ბაზარზე – გადასახადი არ იხდებოდა. შესაბამისად, ხელისუფლებამ საკმაოდ დაგვიანებით, მაგრამ როგორც იქნა, მიიღო ეს გადაწყვეტილება. პირველი მოსმენით უკვე ეს კანონპროექტი გავიდა და მოხდება მნიშვნელოვნად გაზრდა გადასახადის, რაც რა თქმა უნდა, შეამცირებს იმ მომენტს, რომ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტიდან ხელით გასახვევ თამბაქოზე, რომელიც ასევე ჯანმრთელობისთვის მომაკვდინებელია, არ მოხდეს მომხმარებლების გადადინება. ყველაზე დიდი საფრთხე, უკანონო ვაჭრობის თვალსაზრისით გვაქვს – აფხაზეთის ტერიტორიაზე… კიდევ ერთხელ ვამბობ, აფხაზურ აქციზიანი სიგარეტები საქართველოში არ უნდა იყიდებოდეს. ერთი მხრივ, ჩვენ ამით ვაძლიერებთ ე.წ. აფხაზურ მთავრობას, გადასახადი მათთან შედის. მეორე მხრივ, სამწუხაროა, რომ ჩვენს მოქალაქეებს თვითშეგნება არ აქვთ”, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

ამასთან, მისი თქმით, გაყალბებული სიგარეტი ქვეყანას სერიოზულ პრობლემას უქმნის.

„ჩვენი ინფორმაციით, კონტრაბანდული ანუ გაყალბებული თამბაქოს ნაწარმი სახელად არის “მანჩესტერი”, თურქეთში მზადდება, გემებით აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოდის, ხდება მისი აქციზით დაბეგვრა, შემდგომ უკვე შემოედინება ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით,”- განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

თეგები: გახალბბული სიგარეტითუთუნისიგარეტი
გაზიარება165

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის ახალი კურსი

ნოემბერი 19, 2025
237
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7073 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7078 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

2025 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.3% შეადგინა – საქსტატი

ნოემბერი 19, 2025
11
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3% შეადგინა. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2025...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – ნახეთ განახლებული კურსი

ნოემბერი 17, 2025
115
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7085 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა – ვალუტის კურსი

ნოემბერი 17, 2025
285
ეკონომიკა

ბოლო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7085 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.06 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან...

დაწვრილებითDetails

ოქრო 11 ლარით გაიაფდა

ნოემბერი 15, 2025
1.3k
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ოქროს ფასი შემცირდა. Gold Price-ის მონაცემებით, 1 უნცია ოქროს საორიენტაციო ფასი ამჟამად 4 074 დოლარია. აღსანიშნავია, რომ ერთი დღის ჭრილში ფასი შემცირებულია 2.8%-ით, გასული თვის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

ნოემბერი 14, 2025
6
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7085 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7085 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7091 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა დოლარის და ევროს განახლებული კურსი

ნოემბერი 13, 2025
59
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7059 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032...

დაწვრილებითDetails

სესხის გამცემი 26 000 ლარით დააჯარიმეს

ნოემბერი 13, 2025
547
ეკონომიკა

სესხის გამცემი სუბიექტი შპს „ბინობი“ ჯამში 26 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, შემოწმების პროცესში საფინანსოს 3 დარღვევა დაუდგინდა, რის გამოც შესაბამისი ფულადი სანქცია დაეკისრა....

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

ნოემბერი 11, 2025
1.1k
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7064 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7065 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა – ვალუტის კურსი

ნოემბერი 10, 2025
141
ეკონომიკა

10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7065 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.10 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».