LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გაფიცვა შეწყდა და დღეიდან ინვესტორი კომპანია დაიწყებს საქმიანობას” – ნათია თურნავასა და მეშახტეების შეხვედრა დასრულდა

“გაფიცვა შეწყდა და დღეიდან ინვესტორი კომპანია დაიწყებს საქმიანობას” – ნათია თურნავასა და მეშახტეების შეხვედრა დასრულდა

დაპოსტა 2019/09/26-ში
A A
84
ნახვა
გაზიარება

ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დადებით, დამაიმედებელ შედეგს – გაფიცვა შეწყდა და დღეიდან პრაქტიკულად, ინვესტორი კომპანია, რომელიც ტყიბულში შემოდის, დაიწყებს საქმიანობას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტყიბულში კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი“-ს წარმომადგენლებთან და მეშახტეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიღწეული იქნა ძალიან დადებითი და დამაიმედებელი შედეგი.

„პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ აქცია, გაფიცვა შეწყდა. დღეიდან პრაქტიკულად ინვესტორი კომპანია, რომელიც შემოდის ტყიბულში, დაიწყებს საქმიანობას და მეშახტეებთან ერთად დაიწყებს უკვე შახტაში ჩასვლას და არსებული ვითარების შესწავლას. საიმისო მზადყოფნა იქნა გამოცხადებული, რომ ორშაბათს იქნას გასტუმრებული სახელფასო დავალიანება და გარდა ამისა, კომპანიამ იკისრა ვალდებულება, გაისტუმროს გარკვეული სოციალური გადასახადები, მათ შორის, დაზარალებული ოჯახების წინაშე. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა გეგმა, რომ პრაქტიკულად ერთ თვეში, ნოემბრის დასაწყისში, დაიწყოს, აღდგეს მოპოვება. ეს არის ძალიან დამაიმედებელი, რადგან პრაქტიკულად ერთ წელიწადზე მეტია, შახტა გაჩერებულია. ასევე, უახლოესი ორი წლის განმალვობაში მოხდება შახტების გაფართოება, მოპოვების გაფართოება, გადაიარაღება და ახალ ნიშნულებზე ასვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გავაკონტროლებთ, რომ დღეს გაჟღერებული ყველა დაპირება შესრულდეს, განსაკუთრებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თემები. კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ უსაფრთხოების სტანდარტებს მიაღწევს, დაიცავს, შეასრულებს და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მოხდება სამუშაოების დაწყება“, – განაცხადა თურნავამ.

მანვე აღნიშნა, რომ „საქნახშირი ჯი-აი-ჯისა“ და ინვესტორს შორის რა ფორმის შეთანხმება შედგება, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული.

„ჯი-აი-ჯი“ ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ თავად იპოვეს ინვესტორი, რომლისგანაც საკმაოდ დამაჯერებელი გეგმა მოვისმინეთ, თუ როგორ შეასრულებს ვალდებულებებს. როგორი ფორმის შეთანხმება შედგება მათ შორის, ეს არის ორი ბიზნესის საქმე, იქნება ეს სრული გადაბარება თუ პარტნიორობა. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენთან პასუხისმგებელები გამოდის ახალი ინვესტორი, ეს არის ქართული კომპანია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ტიპის წიაღისეულის ტრეიდინგში. შეგიძლიათ, დანარჩენი დეტალები, ინვესტორის სახელიც უკვე „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფს ჰკითხოთ. ეს საკმაოდ გამოცდილი ქართული კომპანიაა, რომელსაც ჰყავს უკრაინელი პარტნიორებიც“, – აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრს ტყიბულში ჩასვლა და მეშახტეების პრობლემების მოგვარება პრემიერმა გიორგი გახარიამ დაავალა.

თეგები: გაფიცვამეშახტეებინათია თურნავახელფასებიჯი-აი-ჯი
გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

“არავის ეპატიება განცხადება, რომელიც საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოა “- გურამ მაჭარაშვილი თინა ხიდაშელის განცხადებაზე

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
ამით, პრაქტიკულად, ამხილა გახარია, რომ ის არის “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი – გურამ მაჭარაშვილი ნათია მეზვრიშვილზე
მთავარი

არავის ეპატიება ასეთი ტიპის განცხადება, რომელიც შენი ქვეყნის საწინააღმდეგოა და მით უმეტეს, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყავი, ხელისუფლებაში იყავი, პარლამენტის წევრი იყავი, თანამდებობები გეკავა და საიდუმლო ინფორმაციებს ფლობ, - ამის შესახებ „ხალხის...

დაწვრილებითDetails

“კუბაც დაეცემა” – დონალდ ტრამპი

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ
მთავარი

კუბაც დაეცემა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, „ხალხს ძალიან მოსწონს ის, რაც ხდება“ და ირანის მთავრობა უკანასკნელი არ იქნება, რომელიც დაეცემა. „ჩვენ მათ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული მ.კ. ბათუმში დააკავეს....

დაწვრილებითDetails

შიდა ქართლში ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  2002 წელს დაბადებული მ.პ. და წარსულში ნასამართლევი, ასევე 2002 წელს დაბადებული მ.ა. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა...

დაწვრილებითDetails

ავარიას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ქარელში მოტოციკლით ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქარელის სოფელ ბებნისის ტერიტორიაზე მოტოციკლი ბორდიურს შეეჯახა. მათივე ცნობით დაწყებულია გამოძიება.

დაწვრილებითDetails

“ირანი შეთანხმების დადებას ითხოვს, მაგრამ ცოტა დაიგვიანეს”- ტრამპი

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას გააუქმებს
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს შეთანხმების დადება სურს, მაგრამ უკვე გვიანია. „ისინი რეკავენ და მეკითხებიან: „როგორ დავდოთ შეთანხმება? მე ვუთხარი: „ცოტა დაგაგვიანდათ“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა : „ახლა ჩვენ უფრო...

დაწვრილებითDetails

საქართველოში იმყოფება აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე – ვახტანგ კაპანაძე

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
პიროტექნიკის სროლა კი არა, ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო – ვახტანგ კაპანაძე
მთავარი

ვუშვებ შესაძლებლობას საქართველოში იმყოფება აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე ირანის შეიარაღებული ძალებისთვის, ირანის ხელისუფლებისთვის, - ასე პასუხობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შეკითხვას, უშვებთ თუ არა იმას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

6 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.     ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშ უნალექო ამინდია,...

დაწვრილებითDetails

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

6 მარტი შედარებით მშვიდი, მაგრამ კონცენტრაციისთვის ხელსაყრელი დღეა. კარგი დროა დაგეგმვისთვის, დაწყებული საქმეების მოწესრიგებისა და მომავალი ნაბიჯების გააზრებისთვის. ემოციური ფონი სტაბილურია, თუმცა ზედმეტი იმპულსურობა სასურველი არ არის. როგორი იქნება ასტროლოგიური...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"