იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკან, ასოს მთასთან ახლოს, ტურისტული ვერტმფრენი გაუჩინარდა. გავრცელებულ ინფორმაციით, ბორტზე 3 ადამიანი იმყოფებოდა.
პოლიციის ინფორმაციით, თვითმფრინავი სამშაბათს, ადგილობრივი დროით 10:52 საათზე “ასო სიტის” ზოოპარკიდან აფრინდა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. სამაშველო-სამძებრო ვერტმფრენმა დაახლოებით 16:00 საათზე ასოს ხუთი მწვერვალიდან ერთ-ერთის, ნაკადაკეს კრატერში თვითმფრინავის მსგავსი ობიექტი შენიშნა. ხელისუფლებას ჯერ არ დაუდასტურებია, იყო თუ არა ეს დაკარგული ვერტმფრენი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ვერტმფრენის 64 წლის პილოტი 40 წლიანი გამოცდილების მქონე ვეტერანი იყო. მისი მგზავრები ტაივანელი მამაკაცი და ქალი იყვნენ.
ასოს მთის ვულკანური ლანდშაფტი იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუმამოტოს პრეფექტურის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ვულკანი ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში ამოიფრქვა.










