“ამათგან უკვე ყველაფერს ველოდებოდი, კანონის მხარდაჭერისთვის თუ დამასანქცირეს, რა საკვირველია, რომ ტელევიზიასაც დაასანქცირებენ. ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ძალიან ცუდად ვაფასებ. ალბათ ის არ მოეწონათ, რომ “კამიტის” გამო ჩვენმა ქვეყანამ მათ მატყუარა ტელევიზიას პრეტენზიები გამოუთქვა. ბრიტანელებმა უნდა გადაგვიწყვიტონ, რომელ ტელევიზიას უნდა უყუროს ქართველმა მოსახლეობამ? მაგათი აზრი არ მაინტერესებს.
ქართული ბანკები შებოჭილები არ იქნებიან, ეს ორი ბანკია შებოჭილი, იმიტომ რომ აგენტურის, ბრიტანელების ბანკები არიან. ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება. ხელფასებს ყველა ბანკი გასცემს, რა პრობლემაა. რატომ უნდა გითხრათ, [რომელ ბანკთან გვაქვს ურთიერთობა], რას ლაპარაკობთ, [ხელზე არ გავცემთ] ხელფასებს. ეგ არის თქვენი ბრიტანული დემოკრატია. არ არის თქვენი საქმე [მაქვს თუ არა “ქართუ ბანკთან] კომუნიკაცია] გასკდით გულზე, არაფერზე [რეკლამებზეც] არ იქნება პრობლემა” | თქვა ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პოს ტვ-ს მფლობელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ.
გუშინ დიდმა ბრიტანეთმა პოს ტვ და იმედი დაასაქნცირა.