ა/ო მშვიდობიანი საქართველო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 20 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გარემოსდაცვითი საქმიანობის შესწავლისა და მონიტორინგის კუთხით საქმიანობას განახორციელებს. ორგანიზაციის სამიზნე დაცული ტერიტორიები აჯამეთის აღკვეთილი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ქობულეთის დაცული ტერიტორიებია, აღნიშნულ ლოკაციებზე მოხდება : პრობლემების გაცნობა, შესწავლა, დამუშავება. დაცული ტერიტორიების მართვის საქმიანობის გაცნობა/შესწავლა პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება შემდგომი რეალიზებისთვის ფოტო/ვიდეო მასალის შეგროვება საბოლოო ანგარი შის მოსამზადებლად . aღნიშნულ საქმიანობას ხელმძღვანელობას ორგანიზაციაში შექმნილი სპეციალური 5 (ხუთ) კაციანი საორგანიზაციო ჯგუფი გაუწევს. პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიული ერთეულის თანამშრომლეთან გაიმართა. 2019 წლის 10 სექტემბერს საორგანიზაციო ჯგუფის გარემოსდაცვითი საქმიანობის შესწავლისა და მონიტორინგის განხორციელება დასრულდება, რის შემდეგადაც მოხდება ზოგადი წინასწარი შეფასებების გაკეთება, წარდგენა და გასაჯაროვება, ხოლო უშუალოდ დეტალური დასკვნა- შეფასებები 2019 წლის 15 ნოემბრიდან 2019 წლის 20 დეკემბრამდე იქნება ცნობილი , რომელიც წარედგინება სააგენტოს ხელმძღვანელობას, საკანონმდებლო ორგანოს და მედიასაშუალებებს.
რა ვითარებაა კურსებში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებტან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. "გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ...









