ქუთაისში გარდაცვლილი გოგონა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სამედიცინოზე სწავლობდა. როგორც ”მეგა ტვ”-ს გოგონას მეზობლებმა განუცხადეს ის დანიშნული იყო. მას საქმრო მთელი ღამის განმავლობაში ურეკავდა, თუმცა გარდაცვლილი გოგონა სახლში ამ დილით იპოვეს.
21 წლის გოგონა სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით გაიგუდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე 76 ნომერში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ ფერეთადან იყო და ბინაში ქირით ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 170-ე მუხლის მიმდინარეობს.