გარდაცვლილი და-ძმის დედა ახალციხიდან გამოძახებულმა რეანომობილმა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც კლინიკის მედპერსონალმა TV9NEWS.GE-ს განუცხადა, ნელი გორგოძის მდგომარეობა მძიმეა.
,,პაციენტი ცოცხალია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა” – გვითხრეს ღუდუშაურის კლინიკაში.
28 ოქტომბერს, ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა. ისინი სახლში, აბასთუმანში გადაასვენეს. მძიმედ დაშავდა მათი დედა, რომელიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
“და-ძმა 1 დღეს დავკარგე და დედიკო გადამირჩინე ღმერთო” – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები