2.75 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოსგან დამზადებული ძეგლი, მოსკოვში, ჟირინოვსკის საფლავზე დღეს საზეიმოდ გახსნეს. ცერემონიალს მაღალი რანგის სტუმრები, პოლიტიკოსები და ახლობლები ესწრებოდნენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ძეგლზე ოქროს ასოებით ამოტვიფრულია პოლიტიკოსის ცნობილი სიტყვები: “მე დავიცავ რუსებს! არ მინდა აქ წოლა – სამოთხის ბაღში. მირჩევნია სადმე ტაიგაში ნახევრადმშიერმა ვიარო, მაგრამ ხალხს დავეხმარო”.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.