82 წლის ასაკში გარდაიცვალა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ემერიტუსი, პოეტი, მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, მწერალი, მთარგმნელი ნომადი ბართაია.ნომადი ბართაია 1995 წლიდან მუშაობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ სპარსული ენის ლექტორად, 2011 წლიდან აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.1991 წელს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ალმანახ „ენგურის” მთავარი რედაქტორი. 2011 წლიდან – ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის განყოფილების ქართულ-სპარსულენოვან პოპულარულ ჟურნალ „კალამის” მთავარი რედაქტორი.ნომადი ბართაია არის ასამდე სამეცნიერო ნაშრომის, მრავალი წიგნისა და პოეტური კრებულის ავტორი. მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიები, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაჯილდოვდა შაჰრიარის კულტურის საერთაშორისო მედლით, 2019 წელს ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა პრემია „ქუჯი“. ნომადი ბართაია აღიარებულია, როგორც ქართული კულტურის დესპანი. – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.
ვალუტის განახლებული კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6856 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014...









