გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა და 85 წლამდე მამაკაცი დაშავდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იუწყებიან, კუსტარულად დამონტაჟებული ოთახის გამათბობელი სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე აფეთქდა.
უწყების ინფორმაციით, აფეთქებას ნგრევა არ მოყოლია.
მათივე ცნობით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გავრცელდა და მისი ლიკვიდაცია დროულად მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოთხი ბრიგადა. აფეთქების შედეგად დამწვრობა მიიღო სახლში მყოფმა მამაკაცმა, რომელიც თბილისის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. ხანძრის შედეგად დაიწვა 30 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართი.