??⚕ “გარდაბნის რაიონული სამსახურის ბრიგადამ პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინა.
გამოძახების ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას საშუალო ასაკის მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაში დახვდათ. როგორც პარამედიკოსი მამუკა ხომასურიძე იხსენებს მამაკაცს გულისცემა და სუნთქვა არ აღენიშნებოდა. ბრიგადის წევრების მიერ პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე და დაუყოვნებლივ დაწყებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, მამაკაცის გულისცემა აღდგა და მან სუნთქვა დაიწყო.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ პაციენტი სტაბილური მდგომარეობით, ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
პარამედიკოსი: მამუკა ხომასურიძე
ექთანი: მაია შოშიტაშვილი
მძღოლი: ვლადიმერ ჯიოევი” | წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” სოციალურ ქსელში
“ფასების შემცირება შესაძლებელია” – სადისტრიბუციო კომპანია „მზიურის” დამფუძნებელი
მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შპს „მზიურის" დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა განაცხადა, ფასების შემცირება შესაძლებელია. „ეს არ არის მარტო...










