შეერთებული შტატები განაგრძობს მუშაობას, რათა რუსეთმა სანქციებისთვის თავის არიდება ვერ შეძლოს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი განაცხადა.
“მომავალი დღეების განმავლობაში ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების საკითხზე”, – თქვა სალივანმა ვაშინგტონის ეკონომიკური კლუბის ფარგლებში მიცემული ინტერვიუსას. მისივე განმარტებით, მომავალ კვირებში მეტი იქნება ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ამერიკა ამ კუთხით მუშაობას, როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, გეგმების შესახებ მეტი დეტალი სალივანს არ გაუმხელია.










