საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახლადდანიშნული დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებს შეხვდება და სამომავლო გეგმები გააცნო.
ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მთავარი მიზანი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაძლიერებაა, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, როგორც კომერციულად მომგებიანი ბიზნესის და რა თქმა უნდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელსაც დიდი პოტენციალი და მომავალი გააჩნია. თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის აეროპორტში მოქმედ მსხვილი ობიექტების წარმომადგენლებს. ირაკლი ქარქაშაძეს მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი, მათ შორის ავიაციის სფეროში მუშაობის შვიდ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ირაკლი ქარქაშაძეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორად დანიშვნამდე, ქუთაისის მერის მოადგილის პოზიცია ეკავა.