მას შემდეგ , რაც საბერძნეთში, განკვეთილმა მღვდელმა ექვს მიტროპოლიტს გოგირდმჟავა სახეში შეასხა, იგი დააკავეს.
“თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალურმა სასამართლომ, სასულიერო პირს უმძიმესი მსჯავრი გამოუტანა – სრულიად განკვეთა და ერისკაცის დონემდე დაიყვანა.
გაბრაზებული სასულიერო პირი გარეთ გამოსულ მღვდელმთავრებს თავს დაესხა და გოგირდმჟავა სახეში და ხელებზე შეასხა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.