ბერძენ მღვდელმთავრებს უმძიმესი დამწვრობები აქვთ მიღებული – ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესმა საეკლესიო სასამართლომ ვერიის ეპარქიის მღვდელმსახური, რომელიც ნარკოტიკების გაყიდვაზე იქნა ბრალდებული, განკვეთა. განკვეთილი არქიმანდრიტი სინოდის წევრებს ჩაუსაფრდა და მჟავა გადაასხა.
მედიის ცნობით, მღვდელმთავართა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა:
ორი სასულიერო პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სახის მიდამოებსა და ხელებზე მცირე დამწვრობები აღენიშნებათ. კონიცის მიტროპოლიტს მიღებული აქვს მძიმე დამწვრობები თვალის მიდამოებში. გუმენისისა და ზაკინთოს მიტროპოლიტებს დამწვრობები აქვთ კისერსა და ყურებზე. დრიინუპოლის მიტროპოლიტი ანდრია და ღუმენისის მიტროპოლიტი დიმიტრი კი ყველაზე მეტად დაზარალდნენ მათი სახის თითქმის ყველა ნაკვთი დამწვარია.