კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი ხსნის თუ რატომ ვერ იგებს რუსეთის არმია უკრაინაში ომს.
როგორც სიმონიანი ვლადიმერ სოლოვიოვის შოუში სტუმრობისას განმარტავს, მიზეზი ის არის, რომ რუსეთი ნელი ტემპით მოქმედებს:
“განა არ შეგვეძლო, უკრაინა ერთ საათში გაგვესწორებინა მიწასთან?
უბრალოდ, ხალხი გვეცოდება. ამიტომ ჰქვია ამას სპეციალური სამხედრო ოპერაცია და არა ომი,
ოპერაცია კი მიდის ასე, ნელი ტემპები“, – განაცხადა სიმონიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.










