ძლიერმა ქარმა თეთრ ხიდზე განათებების სარქველები დააზიანა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს რომ, ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას ასახელებს.
„ეს ხიდი რომ უმაღლესი ხარისხით რეაბილიტირდა კი იცით. არ გეცოდინებათ ინოვაციური განათებების შესახებ, რომელიც მეც ამწამს აღმოვაჩინე. განათებას რომ ჩაუვლი ქუდს იხდის, წელში იხრება და “კაი გამარჯობა შენიო” გესალმება. წუხელ გავარდნია ხელიდან და მიმწოდებელი კაცი არაა პატრონი. მერია მკვდარი თავით არ ითაგება (სიცოცხლის რა ეტყობა მაგას),“- წერს თორნიკე ბარათაშვილი ფეისბუკზე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ დაზიანებულ ლამპიონებს მალე შეაკეთებენ.
თეთრ ხიდს რეკონსტრუქცია გასულ წელს ჩაუტარდა.