რადგან ხელისუფლებამ ყველა პრევენციული ღონისძიება დროულად დაიწყო, ვანის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონად გამოცხადება არ იგეგმება-ამის შესახებ საქართველოს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
„რაც შეეხება ვანში მდებარე კლინიკას, სადაც ინფიცირებული ქალი თვითდინებით მივიდა, იდენტიფიცირებულია ყველა უშუალო კონტაქტი და მედპერსონალი, ვისაც შეხება ჰქონდა 75 წლის პაციენტთან და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – განაცხადა ჟურნალისტებთან იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ
ვანის მუნიციპალიტეტში ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო, რომელიც სოფელ ზეინდარსა და შუამთაშია განთავსებული.