LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო

x

“შეჩერებულია შეუქცევადი დაზიანების საფრთხეები” – მეუფე შიო გელათზე

დაპოსტა 2025/06/21-ში
A A
29
ნახვა
გაზიარება

დღეს, გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, არამედ გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორწლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გელათის რეაბილიტაციისთვის ბევრი რამ გაკეთდა, რომელიც კონფერენციის განმავლობაში კარგად გამოჩნდა.

„ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლები მოვისმინეთ. შეიძლება ითქვას, რომ გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი როგორც ჩვენი უცხოელი სტუმრებისა და მრჩევლებისა, ასევე ჩვენი ქართველი მეცნიერებისა (ეს უდავოდ ასეა. ჩვენ ვიცით, რომ ეს სახელმოხვეჭილი და დიდებული მეცნიერები ბრძანდებიან), მაგრამ განსაკუთრებით გვახარებს, რომ გამოჩნდა მათი საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი.

ძვირფასო მეცნიერებო, გამომსვლელებო, დღეს გვიჩვენეთ მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დიდი მეცნიერი, დიდი პროფესიონალი და ცოდნა, შერწყმული საქმისადმი დიდ სიყვარულთან. ეს არის დიდი მაგალითი ჩვენთვის, ყველასთვის, განსაკუთრებით – ახალგაზრდებისთვის.

კრიზისიდან გამოსვლის დიდი მაგალითი უკვე ჩნდება და ჩანს, მაგრამ აქ ასევე არაერთხელ გაჟღერდა პაციენტისა და მკურნალის მაგალითი, როგორც გელათის ძეგლისა. საერთოდ, ასე ვთქვათ, დაზიანებული ძეგლის მეტაფორა, როგორც პაციენტისა.

ჩემი დღევანდელი გამოსვლის დასაწყისში ვთქვი, რომ აუცილებლად დავრწმუნდებით, რა დიდი შრომა ჩაიდო და რამდენი რამ გაკეთდა ამ ორ წელიწადში. მგონი, სავსებით დავრწმუნდით ყველანი ამაში და დღევანდელმა დღემ გამოაჩინა, რომ ეს ჩვენი ყველაზე სანუკვარი, საყვარელი და ძვირფასი პაციენტი (რა თქმა უნდა, ყველა პაციენტი ექიმისთვის ძვირფასია, მაგრამ არის ხოლმე ისეთი პაციენტი, ან შენი ოჯახის წევრი, ან შენი შვილი, რომელზეც განსაკუთრებით შეგტკივა გული. მე დავინახე ყველა ჩვენგანში ეს დამოკიდებულება), დღეს შეიძლება ვთქვათ, არის საიმედო ექიმების ხელში.

თუ გავაგრძელებთ ასეთი გონიერებით, ასეთი რუდუნებით და ასეთი სიყვარულით ამ პროცესს, ღმერთს ეს უხარია და აუცილებლად შეგვეწევა. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ღვთისმშობელი შეგვეწევა, დავით აღმაშენებელი შეგვეწევა და ჩვენ მოვესწრებით შესანიშნავად და წარმატებით დასრულებას ამ საქმისა, ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას და კიდევ მრავალ, მრავალ სიკეთეს საქართველოსთვის და ამ ჩვენი საოცარი, დიდი ქართული ისტორიული მემკვიდრეობისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს – ემანუელ მაკრონი

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულზე_ემანუელ მაკრონი
მთავარი

ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა. „ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩემი...

დაწვრილებითDetails

ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამოქალაქო აქტივისტს, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო....

დაწვრილებითDetails

ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
მთავარი

გურამ შეროზიას ოჯახში ტრაგედია მოხდა. მას მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს. „არ მჯერა, ამას რომ ვწერ მამა წავიდა, ყველაზე კეთილი, მშვიდი, ალალი და პატიოსანი კაცი, ვისაც...

დაწვრილებითDetails

მედროვეობა, ტყუილი, პირფერობა, ცრუპატრიოტიზმი – “ყვარყვარე თუთაბერი” მესხიშვილის თეატრის სცენაზე

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
მედროვეობა, ტყუილი, პირფერობა, ცრუპატრიოტიზმი – “ყვარყვარე თუთაბერი” მესხიშვილის თეატრის სცენაზე
მთავარი

საერთაშორისო ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" გრძელდება. მესხიშვილის თეატრმა ზესტაფონის სახელმწიფო პროფესიულ თეატრს უმასპინძლა. დამსწრე საზოგადოებამ უკვდავი სპექტაკლი, „ყვარყვარე თუთაბერი“ განახლებული ელემენტებით იხილა. მედროვეობა, ტყუილი, პირფერობა, ცრუპატრიოტიზმი - ეს ყველაფერი დღევანდელი საზოგადოებისთვისაც...

დაწვრილებითDetails

როგორ ვებრძოლოთ დეჰიდრატაციას ზაფხულში?

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
როგორ ვებრძოლოთ დეჰიდრატაციას ზაფხულში?
მთავარი

ზაფხულის დადგომას ბევრი ჩვენგანი მოუთმენლად ელოდება, რადგან მზესთან, მოგზაურობასა და დასვენებასთან ასოცირდება. თუმცა ამ სეზონს გარკვეული საფრთხეებიც ახლავს თან… მაგალითად, მზიანი ამინდი და სიცხე ორგანიზმზე პირდაპირ მოქმედებს და ერთ-ერთი ყველაზე...

დაწვრილებითDetails

ბლონმანჟე შოკოლადით — ფრანგული დესერტის მომზადების მარტივი გზა

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ბლონმანჟე შოკოლადით — ფრანგული დესერტის მომზადების მარტივი გზა
მთავარი

ბლომანჟე ძალიან მარტივი ფრანგული დესერტია, რომელიც მოხარშულ კრემს წააგავს. ბლომანჟეს მომზადება შესაძლებელია სხვადასხვა ინგრედიენტით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი ადამიანის გემოვნება და მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. ეს დესერტი პუდინგს წააგავს, თუმცა გაცილებით...

დაწვრილებითDetails

თბილისში პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
თბილისში პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება
მთავარი

24 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და ამერიკელი სპიკერები, მათ შორის საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც კუდით იღბალს დაიჭერს ივლისში

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

2025 წლის ივლისში სამი ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა იღბლიანი და წარმატებული პერიოდით, რაც მათ კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას ჰპირდება. 🏆 1. კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი) კირჩხიბებს ივლისში განსაკუთრებული იღბალი ელოდებათ. მზის და...

დაწვრილებითDetails

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ზოდიაქოს 4 ყველაზე ქარიზმატული ნიშანი
მთავარი

♈ ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი) ივლისი შენგან მოთმინებას მოითხოვს. ოჯახური თემები აქტიურდება, შესაძლოა გადასახლებაზე ან სახლის განახლებაზე იფიქრო. სიყვარული: მეტი ემოცია და სითბო გჭირდება. ძველი წყენები ან წარსული კავშირები კვლავ...

დაწვრილებითDetails

სიყვარულის ჯეკპოტს ივნისში ზოდიაქოს 5 ნიშანი მოიგებს

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
რიტუალები, რომლებიც დაგეხმარებათ, სექტემბრის მთვარის დაბნელების დროს წარმატება მოიზიდოთ
მთავარი

კურო ივნისი კუროებს ახალ რომანტიკულ შესაძლებლობებს და სასიამოვნო სიურპრიზებს მოუტანს. თქვენი ბუნებრივი მიმზიდველობა და სტაბილურობა სხვებისთვის მაგნიტივით იმოქმედებს. თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, ეს იდეალური დროა კავშირის გაღრმავებისთვის და საერთო გეგმების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"