გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატო-ს 10 წევრ ქვეყანას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, მისი თქმით, აქ საქართველო ყველა მათგანზე წინ დგას.
„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!
გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და შედეგი ერთმნიშვნელოვანია: საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია.
საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატო-ს 10 წევრ ქვეყანას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, აქ საქართველო, რა თქმა უნდა, ყველა მათგანზე წინ დგას.
ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ამხელს რეალობას – ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ ანგარიშსწორების პოლიტიკა დეზინფორმაციული კამპანიების გზით“, – წერს პაპუაშვილი.









