წუხელ საგარეჯოში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთ-ერთი მათგანი წითელი ჯვრის მოხალისე ზაქრო მათიაშვილი იყო.
წითელმა ჯვარმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.
გარდაცვლითა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგლითო მოხალისე საგარეჯოდან .
მადლობა რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში“, _ ნათქვამია წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.